ჩვენი ისტორია

ჩვენი კომპანიის შესახებ

“კოსმო” 2015 წელს სოფი მუხულიშვილმა და თამო აფციაურმა ერთობლივი ძალებით დაარსეს, როდესაც სოციალურ ქსელში განათავსეს თავიანთი პირველი ხელნაკეთი ნივთი. თუმცა, ჯერ კიდევ არ იცოდნენ წინ რამხელა გზა ელოდათ.

“არასდროს მქონია ის შეგრძნება, რომ რადგან ქალი ვარ, რაღაცები არ შემიძლია” – სოფი მუხულიშვილი.

ჩვენი ამბავი

რამდენიმე წლის შემდეგ “კოსმო” ყველაზე მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო გახდა საქართველოს მასშტაბით. დღესდღეობით კი “კოსმოს” ფერადი და უნიკალური აქსესუარები 9 ფილიალშია წარმოდგენილი. ასევე, მათი პოვნა შესაძლებელია საერთაშორისო ბაზარზეც – როგორც ხელნაკეთი
და ვინტაჟური ნივთების პლატფორმაზე “Etsy”, ასევე ჰოლანდიასა და გერმანიაში.

წარმოების პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანია, პროდუქციის დამუშავება ხდება, როგორც ხელით ასევე მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით. ყველა პროდუქტი უნიკალური და მრავალფეროვანია და მორგებულია ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანისთვის.

თითოეული პროდუქტის შექმნაში მომხმარებლებს და პარტნიორებს თავიანთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, რაც “კოსმოს” ასე განსაკუთრებულად აქცევს. ამ ყველა იდეას კი თავს მთავარი დიზაინერი, თამუნა კვირიკაძე, უყრის და ქმნის დიზაინებს, რომლებსაც არაერთხელ მიუნიჭებიათ ბედნიერება ადამიანებისთვის და მათ ცხოვრებაში ფერად და სიყვარულით გაჟღენთილ მოგონებად დარჩენილან.

ამ ეტაპზე კოსმოში დასაქმებულია 50-მდე მეტი ადამიანი, კომპანია ცდილობს მათ შეუქმნას კარგი სამუშაო გარემო და პირობები. ასევე დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები ამ მიმართულებით. ასევე ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ დასაქმდნენ მათზე მორგებული გრაფიკით.

რას ვაწარმოებთ

კოსმო დღეს

ამჟამად კოსმო აწარმოებს 70-მდე დასახელების პროდუქტს. მათ შორისაა: ნატურალური ტყავის ხელნაკეთი ჩანთები, საფულეები და ბაფთები, საყურეები, ჭიქის დასადგამები, ბროშები, დღიურები, ყელსაბამები, სამაჯურები და სხვა აქსესუარები.

თითოეული პროდუქტი უნიკალურია და განკუთვნილია სიახლეების და თავგადასვლების მაძიებელი, მეოცნებე და ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის.

კოსმოს გუნდი აერთიანებს 80-ზე მეტ ადამიანს.

საქართველოში აქვს 9 ფილიალი და 1 სახელოსნო.
მისამართები იხილეთ აქ.

ბოლო 2 წელზე მეტია, კოსმო აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებით. ყავს პარტნიორი დანიიდან, სადაც ექსპორტის რაოდენობა წლიდან წლამდე ორმაგდება.

ასევე აქტიურად ესწრება საერთაშორისო გამოფენებს, როგორიცაა: Mipel Milano, Tranoi Paris, Tranoi Tokio, Coterie New York, APLF dubai, APLF Hong Kong, Momad Madrid, CIIE Shanghai და სხვა. 

კოსმოში შეგიძლია შეარჩიო, როგორც ინდივიდუალური, პერსონალური საჩუქრები ასევე კორპორატიული შეთავაზებები. 

კორპორატიულ შეთავაზებებზე დაგვიკავშირდი: 555 466 398

ჩვენ შესახებ