We believe we can
all make a stylish.
ჩვენი ისტორია
ჩვენი კომპანიის შესახებ
“კოსმო” 2015 წელს სოფი მუხულიშვილმა და თამო აფციაურმა ერთობლივი ძალებით დაარსეს, როდესაც სოციალურ ქსელში განათავსეს თავიანთი პირველი ხელნაკეთი ნივთი. თუმცა, ჯერ კიდევ არ იცოდნენ წინ რამხელა გზა ელოდათ.
“არასდროს მქონია ის შეგრძნება, რომ რადგან ქალი ვარ, რაღაცები არ შემიძლია” – სოფი მუხულიშვილი.
ჩვენი ამბავი
რამდენიმე წლის შემდეგ “კოსმო” ყველაზე მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო გახდა საქართველოს მასშტაბით. დღესდღეობით კი “კოსმოს” ფერადი და უნიკალური აქსესუარები 7 ფილიალშია წარმოდგენილი. ასევე, მათი პოვნა შესაძლებელია საერთაშორისო ბაზარზეც – როგორც ხელნაკეთი
და ვინტაჟური ნივთების პლატფორმაზე “Etsy”, ასევე ჰოლანდიასა და გერმანიაში.
წარმოების პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანია, პროდუქციის დამუშავება ხდება, როგორც ხელით ასევე მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით. ყველა პროდუქტი უნიკალური და მრავალფეროვანია და მორგებულია ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანისთვის.
თითოეული პროდუქტის შექმნაში მომხმარებლებს და პარტნიორებს თავიანთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, რაც “კოსმოს” ასე განსაკუთრებულად აქცევს. ამ ყველა იდეას კი თავს მთავარი დიზაინერი, თამუნა კვირიკაძე, უყრის და ქმნის დიზაინებს, რომლებსაც არაერთხელ მიუნიჭებიათ ბედნიერება ადამიანებისთვის და მათ ცხოვრებაში ფერად და სიყვარულით გაჟღენთილ მოგონებად დარჩენილან.
ამ ეტაპზე კოსმოში დასაქმებულია 50-მდე მეტი ადამიანი, კომპანია ცდილობს მათ შეუქმნას კარგი სამუშაო გარემო და პირობები. ასევე დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები ამ მიმართულებით. ასევე ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ დასაქმდნენ მათზე მორგებული გრაფიკით.
რას ვაწარმოებთ
კოსმო დღეს
ამჟამად კოსმო აწარმოებს 70-მდე დასახელების პროდუქტს. მათ შორისაა: ნატურალური ტყავის ხელნაკეთი ჩანთები, საფულეები და ბაფთები, საყურეები, ჭიქის დასადგამები, ბროშები, დღიურები, ყელსაბამები, სამაჯურები და სხვა აქსესუარები.
თითოეული პროდუქტი უნიკალურია და განკუთვნილია სიახლეების და თავგადასვლების მაძიებელი, მეოცნებე და ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის.

“ჩვენ თავგადასავლების მაძიებლები ვართ, სიახლეებით ვსაზრდოობთ და მუდამ ვფიქრობთ, რა შევქმნათ ახალი
და ამავდროულად ჩვენი მომხმარებლების მოლოდინებს ყოველ ჯერზე გადავაჭარბოთ”




რას ამბობენ ჩვენზე
მომხმარებელთა შეფასებები
საუკეთესო მომსახურება, ისევე როგორც საუკეთესოდ და გულდასმით დამზადებული პროდუქტიძალიან დიდი მადლობა კოსმოს და მის თითოეულ თანამშრომელს
რჩევისთვის, უმოკლეს დროში დამზადებული სასურველი დიზაინის პროდუქტისთვის, ლამაზი შეფუთვისთვის, დროულად მოწოდებისთვის და ჩვენი გულების გახარებისთვის
“ ყურადღებიანი,საუკეთესო და დასაფასებელი ადამიანები ხართ
რაიმეს ჩუქება გსურს საყვარელი ადამიანისთვის? მიმართეთ კოსმო-ს
მათთან არამხოლოდ უკვე დამზადებულის,არამედ თქვენთვის შერჩეული დიზაინით შეგიძლიათ დაამზადოთ ნებისმიერი აქსესუარი
ფასებიც საკმაოდ მიმზიდველი აქვს
"
უდიდესი მადლობა კოსმოს ვარკეთილის ფილიალს და აქ მომუშავე გოგოებს. კარის შეხსნისთანავე დადებითად და პოზიტიურად რომ გხვდებიან. საოცრად კარგები და თავის საქმის პროფესიონალები არიან. ძალიან გამაბედნიერეს დღეს. იშვიათია ასეთი კარგი პერსონალი