ტყავის საფულე – ქართული ანბანი
99,00 ₾
✧ პროდუქტი: ტყავის საფულე
✧ ზომა: 17×8 სმ
✧ ფერი: მწვანე
✧ მასალა: ნატურალური ტყავი
✧ ჯიბეების რაოდენობა: 10
✧ შესაკრავი: კნოპით
✧ დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ქართული ტყავით.
✧ გამოსახულება შესრულებულია: მაღალტექნოლოგიური ლაზერული დანადგარით
✧ გამოსახულება: ანბანი
10 საწყობშია
ნატურალური ტყავის ხელნაკეთი საფულე.
მახასიათებლები :
✧ პროდუქტი: ტყავის საფულე
✧ ზომა: 17×8 სმ
✧ ფერი: მწვანე
✧ მასალა: ნატურალური ტყავი
✧ ჯიბეების რაოდენობა: 10
✧ შესაკრავი: კნოპით
✧ დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ქართული ტყავით.
✧ გამოსახულება შესრულებულია: მაღალტექნოლოგიური ლაზერული დანადგარით
✧ გამოსახულება: ანბანი
️ვინტაჟურ ტყავს ახასიათებს ბუნებრივი ნაკაწრები და ზედაპირის გაპრიალება დროთა განმავლობაში. მოარიდეთ ზეთებს/ცხიმებს. იხილეთ მოვლის დეტალური ინსტრუქცია
პერსონალიზაცია
✧ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შეკვეთის პერსონალიზება
ჩვენ შეგვიძლია ლაზერით ამოვტვიფროთ ლოგო, სახელი, ინიციალი ან სხვა რისი მოფიქრებაც შეგიძლია
ყურადღება! რეალური ფერები შესაძლოა მცირედად განსხვავდებოდეს ფოტოზე მოცემული მოდელისგან, განათების და მონიტორების მიერ ფერების განსხვავებული აღქმის გამო
ასევე შესაძლებელია ხელნაკეთი მოდელებში ტყავის და ხის ზედაპირებში იყოს მცირედი სხვაობა, რაც უპირატესობაა ხელნაკეთი ნივთების
️
კოსმო არის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ბაზარზე 2015 წლის აგვისტოდან გამოჩნდა.
ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც საერთო მიზნის ირგვლივ იკრებს – მეგობრულ, მიზანდასახულ, სიახლეების მაძიებელ და ენერგიით აღსავსე ახაგალგაზრდებს.
ჩვენი მიზანია თანამედროვეობის, ხელოვნების და ქართული ტრადიციული ელემენტების შერწყმით, ფერების ოსტატურად და ჰარმონიული შეხამებით შევქმნათ, ფერადი ჩანთები და აქსესუარები მათთვის, ვისთვისაც განუმეორებელი სტილი და საკუთარი პიროვნების გამოხატვა მნიშვნელოვანია.
გვჯერა, რომ მოსაწყენი დღეების გამრავალფეროვნება და ბედნიერი მომენტების შექმნა დღევანდელ სამყაროში ადამიანებს ყველაზე მეტად გვჭირდება.
გადატვირთულ ყოველდღიურობაში დეტალებია სწორედ ის, რაც გვაბედნიერებს და თავს გამორჩეულ პიროვნებებად გვაგრძნობინებს
მიწოდება თბილისში: 3-4 სამუშაო დღე.
მიწოდება რეგიონებში: 5-6 სამუშაო დღე.
შეგახსენებთ, რომ სადღესასწაულო პერიოდში მიწოდების ვადა გაზრდილია დიდი მოთხოვნის გამო. იმ შემთხვევაში თუ არის საჩქარო, გთხოვთ დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე: 591 907 404
მოვლის ინსტრუქცია
გაეცანი დეტალურად
კოსმოს თითოეულ ნივთს მხოლოდ გაღიმებული სახეებით, ხელით, მანქანა-დანადგარების მინიმალური ჩართულობით, მაღალი ხარისხის მასალებისგან ვამზადებთ. მათ შორის ბუნებრივი კაკლის ხისგან და ნატურალური ტყავისგან.
ნახატით გაფორმებული მოდელები მოხატულია ხელით, წყალგამძლე ტექსტილის აკრილის საღებავით.
შენ გახდი უნიკალური კოსმიური ნივთის მფლობელი. უნდა იცოდე, რომ ჩვენი პროდუქტის ბუნებრიობა მის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს:
ვინტაჟური ტყავის მოვლა
- მოარიდე წყალთან კონტაქტს. თუ დასველდა გაამშრალე რბილი, მშრალი ქსოვილით და გააშრე ჰაერზე ბუნებრივად, სითბოსგან მოშორებით.
- ბუნებრივ ტყავს დროთა განმავლობაში შესაძლოა გაუჩნდეს ნაკაწრები, გამუქდეს, ან ზედაპირი გაპრიალდეს. ამ სახის ტყავი ცხოვრობს მფლობელთან ერთად.
- ნაკაწრების შესამცირებლად დაამუშავე რბილი, მშრალი ქსოვილით. შედარებით ღრმა ნაკაწრების და ლაქების დასაფარად გამოიყენე ტყავის სპეციალური ბალზამი ან აღმდგენი.
- მოარიდე მზის პირდაპირი სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გამოშრობა და ფერის დაკარგვა.
ზამშის მოვლა
- მოარიდე წყალთან კონტაქტს. თუ დასველდა გაამშრალე რბილი, მშრალი ქსოვილით და გააშრე ბუნებრივად ჰაერზე.
- წმენდისთვის გამოიყენე ზამშის საწმენდი ფუნჯი ან ჯაგრისი, რომ ზამშის ტექსტურა სულ გლუვი და სუფთა იყოს.
- ლაქებისთვის მოსაცილებლად ნაზად გამოიყენე ზამშის საშლელი ან სუფთა, რბილი ქსოვილი. ასევე შესაძლებელია ზამშის სპეციალიზებული საწმენდების გამოყენება.
- მოარიდე მზის პირდაპირი სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ზამშის ფერის გაღიავება და გამოშრობა.
კოსმოში ვიყენებთ ორი სახის ტყავს: ვინტაჟური და დამუშავებული
მოვლის ინსტრუქცია ეხება ვინტაჟურ ტყავს. დამუშავებული ტყავი არ იტოვებს ბუნებრივ ნაკაწრებს, არ პრიალდება და ზედაპირი რჩება თავდაპირველი
გარანტია
კოსმიური ნივთებისთვის გვაქვს 1 წლიანი გარანტია შეძენის დღიდან. გარანტია მოიცავს დეფექტური მასალების შეკეთებას, ან მის შეცვლას, იმ შემთხვევაში, თუ ნივთს აქვს წარმოების ხარვეზი.
თუ აქსესუარი დაზიანდა და არ ჯდება საგარანტიო პირობებში, მოგვმართეთ და ჩვენ ვეცდებით ერთად მოვიფიქროთ თქვენი კოსმიური ნივთის სიცოცხლის განახანგრძლივების გზა.
კოსმიურ ჩანთებს და აქსესუარებს თქვენი ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება მათი ბუნებრივი მასალისა და უნიკალურობის გამო. გასათვალისწინებლად გიზიარებთ გარანტიის გამონაკლისებს:
- წყალთან უხეში კონტაქტი
- პროდუქტების ბოროტად გამოყენება ან მოვლის წესების უგულებელყოფა, არასათანადო მოვლა ან ზედმეტი სიმძიმეებით დატვირთვა.
- მესამე პირის მიერ განხორციელებული ცვლილებები ან თვითშეკეთება.
დატკბი კოსმოს აქსესუარით. ის შენთან ერთად ცხოვრობს, აგროვებთ ბედნიერ მომენტებს და ქმნით ისტორიას <3
სიყვარულით, კოსმოს გუნდი